ავტორიზაცია

სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
თარიღი 03 თებ 2023, 16:28
იტალიის სერია A-ში იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ 63 წლის სპეციალისტმა ეს ჯილდო ამ სეზონში მეორედ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ნეაპოლურმა გუნდმა ხუთი მატჩი ჩაატარა, მათგან ოთხი მოიგო და ერთი მარცხი იწვნია.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას 20 ტურის შემდეგ, სპალეტის გუნდი 53 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს.