ავტორიზაცია

მესი პსჟ-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს? - არგენტინელმა პსჟ-სთან შეხვედრები გადადო

მესი პსჟ-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს? - არგენტინელმა პსჟ-სთან შეხვედრები გადადო
თარიღი 03 თებ 2023, 16:36
"პსჟ"-ს ლიდერმა ლიონელ მესიმ შესაძლოა სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს.

ჟურნალისტ ადრიენ გრენიეს თქმით, არგენტინელმა ხელმძღვანელობასთან შეხვედრები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უკვე რამდენჯერმე გადადო, ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელს შესაძლოა პარიზში მაინც დარჩეს. ამასთან, ლიონელი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს კატალონიურ "ბარსელონასთან" ან მაიამის "ინტერთან". 

მიმდინარე სეზონში ლიონელმა საფრანგეთის ჩემპიონატში 9 გოლი გაუტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.