ტრანსფერი ეროვნული ლიგა 2-დან: გორის დილამ მეკარე დაიმატა
გორის "დილას" ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ცნობით, 21 წლის მეკარე გურამ ჩიკაშუა გორის "დილაში" ითამაშებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილია და მხოლოდ ამ გუნდის მაისურს ირგებდა.
მან 2022 წლის ეროვნული ლიგია 2-ის გათამაშებაში 28 მატჩი ჩაატარა.
როგორც ცნობილია, გორული კლუბი დღეს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება და იქ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარაებს.