პორტუგალიელი ნახევარმცველი ქუთაისის ტორპედოში სინჯებზე იმყოფება
28 წლის პირტუგალიელი ნახევარმცველი ალდაირ ნეტო ქუთაისის "ტორპედოში" სინჯებზე იმყოფება.
ამ ინფორმაციას ქუთაისოს "ტორპედოს" ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
იმერული კლუბის ცნობით, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა შესაძლოა დღეს, 17:00 საათზე ამხანაგურ მატჩში ხარკოვის "მეტალისტის" წინააღმდეგაც ითამაშოს.
ფეხბურთელი ბოლოს აზერბაიჯანული "შამახის" მაისურს ირგებდა და მერაბ გიგაურის თანაგუნდელი გახლდათ.
ფეხბურთელი სხვადასხვა დროს: "მარიტიმის", "ბანგორ სიტის" და "შკენდიას" მაისურს ირგებდა.