ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ოსიმენის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადაიხადოს

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ოსიმენის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადაიხადოს
თარიღი 03 თებ 2023, 19:43
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს. 

ნიგერიელი თავდამსხმელის ტრანსფერით მანჩესტერ "იუნაიტედი" ინტერესდება.

ნეაპოლური გუნდი თავდამსხმელისთვის მინიმუმ 100 მილიონ ევროს ითხოვენ და "წითელი ეშმაკები" მზად არიან დააკმაყოფილონ ეს ფინანსური მოთხოვნა, იტყობინება Daily Mail.

24 წლის ოსიმჰენმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.