ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ანსუ ფატის დამატება სურს

მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ანსუ ფატის დამატება სურს
თარიღი 03 თებ 2023, 18:30
მანჩესტერ "იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანი დაისახა. 

გამოცემა Sport-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" 20 წლის შემტევის ანსუ ფატის ტრანსფერის შეთანხმებას შეეცდებიან.

ფატის ბარსელონასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, რაც გაცილებით ართულებს გარიგებას მანჩესტერ "იუნაიტედისთვის". 

ანსუ ფატის "ბარსელონასთან" კონტრაქტი მოიცავს გათავისუფლების პუნქტს ერთი მილიარდი ევროს ოდენობით.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონატში სამი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.