ავტორიზაცია

ბექჰემმა მესი თავის საყვარელ ფეხბურთელად მოიხსენია და ისტორიაში 4 საუკეთესო დაასახელა

ბექჰემმა მესი თავის საყვარელ ფეხბურთელად მოიხსენია და ისტორიაში 4 საუკეთესო დაასახელა
თარიღი 04 თებ 2023, 01:34
დევიდ ბექჰემმა ლეო მესი თავის საყვარელ ფეხბურთელებს შორის დაასახელა.

„საყვარელ ფეხბურთელად შემიძლია მესი დავასახელო, ის ძალიან თავისუფლად თამაშობს. მისი პერფომანსი მსოფლიო ჩემპიონატზე, თამაში საკუთარ ნაკრებში და გამარჯვება - დაუჯერებელი მომენტია. მიყვარს მისნაირი ფეხბურთელების ყურება.

არის თუ არა მესი ისტორიაში საუკეთესო? არ ვიცი. ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ როდესაც უკან იხედები და უდიდეს ფეხბურთელებზე ფიქრობ, პირველი პელე, მარადონა, ლეო და კრიშტიანუ გახსენდება.“, - აღნიშნა ინგლისელმა ექს-ფეხბურთელმა.