ავტორიზაცია

კარაგერი: "არამგონია, ლივერპულის ერთ გულშემატკივარს მაინც უნდოდეს გუნდის სათავეში კლოპის გარდა ვინმეს ხილვა"

კარაგერი: "არამგონია, ლივერპულის ერთ გულშემატკივარს მაინც უნდოდეს გუნდის სათავეში კლოპის გარდა ვინმეს ხილვა"
თარიღი 06 თებ 2023, 00:01
ჯეიმი კარაგერი „ლივერპულიდან“ იურგენ კლოპის გაშვების წინააღმდეგია.

„კლოპის გაშვებამდე, კლუბში აბსოლუტურად ყველაფერს შევცვლიდი.

როდესაც მან გუნდი ჩაიბარა, მეექვსე ან მეშვიდე ადგილზე ვიყავით და მან დაამტკიცა, რომ შეუძლია „ლივერპული“ დააბრუნოს იქ, სადაც ბოლო წლებში ვიყავით. ვისურვებდი, რომ მან ეს გაიმეოროს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამას მოახერხებს.

თუ მწვრთნელის შეცვლაზე ვლაპარაკობთ, ნებისმიერ მწვრთნელს დასჭირდება გუნდის გადასაწყობად. საუბარი აქ არ არის რომელიმე ფეხბურთელის დამატებაზე. რაც უფრო შორს წავალთ, მით უფრო მეტი ახალი მოთამაშე დაგვჭირდება, არა 1-2, არამედ 4-5.

შეგვიძლია კლოპს ვკითხოთ, როგორ მივიდა კლუბი იქამდე, რომ ოთხი ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო და ახლა კი პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილს იკავებს. კითხვა ბევრია, მაგრამ მომდევნო სეზონის დასაწყისში უნდა დაიშვას. არამგონია, რომ „ლივერპულის“ რომელიმე გულშემატკივარს მაინც, კლოპის გარდა გუნდის სათავეში ვინმე სხვა მწვრთნელის ხილვა სურს.“, - აღნიშნა „ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელმა.