ავტორიზაცია

იურგენ კლოპის მომავალი ლივერპულში გადაწყდა

იურგენ კლოპის მომავალი ლივერპულში გადაწყდა
თარიღი 06 თებ 2023, 12:51
"ლივერპული" აგრძელებს გუნდის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ნდობას და არ აპირებს მის გათავისუფლებას, მიუხედავად "მერსისაიდელების" წარუმატებელი თამაშისა.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ გერმანელ სპეციალისტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და სხვა სპეციალისტებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

კლუბს სურს კლოპთან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განხილვა, რათა მომავალი სეზოში შედეგები გააუმჯობესოს.

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ლივერპული" 22 ტურის შემდეგ 29 ქულით მეათე ადგილს იკავებს. კლოპის კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.