ავტორიზაცია

მადრიდის ატლეტიკო კანტეს ტრანსფერით ინტერესდება

მადრიდის ატლეტიკო კანტეს ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 06 თებ 2023, 13:55
მადრიდის "ატლეტიკო" ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს შეძენით ინტერესდება, რომელსაც ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება. 

წყაროს ცნობით, "არისტოკრატებს" ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, გაახანგრძლივებენ თუ არა კონტრაქტს 31 წლის ფეხბურთელთან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა "ლივერპულმა" სცადოს კანტეს შეძენა.