რუსი ფეხბურთელი: "კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან"
რუსეთის ნაკრების და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მცველმა რომან შიშკინმა განაცხადა, რომ "ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ გუნდის თამაშში შესანიშნავად ჯდება.
„ხვიჩა წარმოუდგენელ ფორმაშია. მისი თამაში სასიამოვნო საყურებელია! ის მშვენივრად ჯდება ნაპოლის თამაშში. მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ პირველ სეზონში ასეთ წარმატებას მიაღწევდა.
„ხვიჩა წარმოუდგენელ ფორმაშია. მისი თამაში სასიამოვნო საყურებელია! ის მშვენივრად ჯდება ნაპოლის თამაშში. მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ პირველ სეზონში ასეთ წარმატებას მიაღწევდა.
კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან, ბევრი ადამიანი რუსეთში მას გულშემატკივრობს და მის გამო ნერვიულობს. რაც მთავარია, სპალეტი სრულად ენდობა კვარაცხელიას. ხვიჩას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს.
ვფიქრობ, რომ ლუჩიანოს ხელმძღვანელობით ის უფრო წინ წავა. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ნაპოლი ხვიჩასთან ერთად იტალიის ჩემპიონატს მოიგებს. ,"- განაცხადა შიშკინმა.
სერია A-ში მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.