ავტორიზაცია

მათეუსი: "ბაიერნში ნოიერის კაპიტნობა უბრალოდ დაუშვებელია"

მათეუსი: "ბაიერნში ნოიერის კაპიტნობა უბრალოდ დაუშვებელია"
თარიღი 06 Feb 2023, 23:17
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოტარ მათეუსი „ბაიერნში“ მანუელ ნოიერის კაპიტნობის ჩამორთმევას ითხოვს.

მიუნხენური გუნდის ექს-ფეხბურთელმა ნოიერი ბოლო ინტერვიუს გამო გააკრიტიკა, რომელშიც მეკარემ კლუბი მეკარეების მწვრთნელის გაშვების გამო უკმაყოფილება გამოუთქვა.

„მანუელ ნოიერის კაპიტნობა „ბაიერნში“ დაუშვებელია. მან უყურადღებოდ თხილამურებზე იკატავა და ახლა იძლევა შეუთანხმებელ ინტერვიუს, რომელშიც კლუბს აქტიურად აკრიტიკებს. რამდენიმე კვირის წინ მან არ თქვა, რომ კლუბზე მაღლა არავინ არ დგას? ახლა კი ამას აკეთებს.

მანუელ ნოიერი არის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა. ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე „ბაიერნში“ და გერმანიის ნაკრებში უთამაშია. მე ნოიერის დიდი ფანი ვიყავი, იმხელა, რისი წარმოდგენაც კი შეგიძლიათ. თუმცა, ამ ინტერვიუს შემდეგ მისი მონუმენტურობა ძალიან შეირყა.

მთებში უბედური შემთხვევით მან კლუბს დათვური სამსახური გაუწია, რის გამოც მისი საჭირო გახდა მისი შემცვლელის სასწრაფო წესით მოყვანა და თანაც, მისთვის საკმაოდ მაღალი ხელფასის გადახდის გაგრძელება. სად ხდება „ნორმალურ“ ცხოვრებაში მსგავსი რამ?

თუ რომელიმე ფირმის თანამშრომელი თავისივე უყურადღებობით ხდება უბედური შემთხვევის მსხვერპლი და ვეღარ მუშაობს, მინდა ვნახო, როგორ ექნება საქმეები ფინანსური და სოციალური თვალსაზრისით.

„ბაიერნი“ ნოიერს თავიდანვე იმდენად ლოიალურად ექცეოდა, როგორც არავის სხვას. სერჟ გნაბრი ჯოჯოხეთში გამოატარეს მხოლოდ იმიტომ, რომ პარიზში მოდის კვირეულს დაესწრო, მანუელის მიმართ კი ერთი ცუდი სიტყვაც არ ითქვა.

კლუბს იან ზომერის დიდი ფულის სანაცვლოდ მოყვანა მოუწია, ახლა კი უწევთ წაკითხვა, რომ მას თურმე გული ამოგლიჯეს.

მესმის, რომ მანუელი ადამიანურად იმედგაცრუებულია, რომ კლუბიდან მისი მეგობარი და მეკარეების მწვრთნელი გაუშვეს. თუმცა, საკადრო პოლიტიკას ატარებს კლუბი და არა მეკარე.

თავისი თამაშით, ცხადია, რომ მან უფრო მეტი გავლენა და ძალაუფლება მოიპოვა, რაც ასევე ნორმალურია. ის ლევანდოვსკისთან ერთად უდიდესი მიღწევების მთავარი მომტანი იყო. თუმცა, ასე ლაპარაკის უფლებას მას ესეც კი არ აძლევს.“, - წერს მათეუსი.