ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა: ქართული გუნდებიდან ყველაზე სარფიანად გაყიდული TOP 10 ფეხბურთელი

ეროვნული ლიგა: ქართული გუნდებიდან ყველაზე სარფიანად გაყიდული TOP 10  ფეხბურთელი
თარიღი 07 Feb 2023, 15:58
მას შემდეგ რაც ეროვნული ლიგის რებრენდინგი მოხდა და გულშემატკივრებს თუ უცხოური გუნდების წარმომადგენლებს ყველა მატჩის ხილვის საშუალება აქვს, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.

ასევე, სტაბილური ფინანსური სიტუაცისა და გრძელვადიანი კონტრაქტების ხარჯზე, ქართული გუნდების მხრიდან ფეხბურთელების სარფიანად გაყიდვამაც იმატა.

Transfermarkt-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ, ეროვნული ლიგის პერიოდში (2017 წლიდან 2022 წლამდე) ქართული გუნდებიდან ყველაზე სარფიანად გაყიდული ტოპ 10 ფეხბურთელის სიას.

1) ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმის დინამოდან ნაპოლიში) 10 მილიონი ევრო

2) ლუკა გაგნიძე (თბილისის დინამოდან მოსკოვის დინამოში) 1.5 მილიონი ევრო

3) გიორგი ჩაკვეტაძე (თბილისის დინამოდან გენტში) 1.5 მილიონი ევრო

4) გიორგი გოჩოლეიშვილი (თბილისის საბურთალოდან დონეცკის შახტარში) 1 მილიონი ევრო

5) გიორგი მამარდაშვილი (თბილისის დინამოდან ვალენსიაში) 850 000 ევრო

6) ნიკა ნინუა (თბილისის დინამოდან პაოკში) 850 000 ევრო

7) ოთარ კიტეიშვილი (თბილისის დინამოდან გრაცის შტურმში) 760 000 ევრო

8) ლენდრო რიბეირო (გორის დილადან სეულ ე-ლანდში) 400 000 ევრო

9) ირაკლი აზაროვი (ბათუმის დინამოდან ცრვენა ზვეზდაში) 300 000 ევრო

10) გიორგი ხარაიშვილი (თბილისის საბურთალოდან გეტებორგში) 300 000 ევრო.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი