პრეზიდენტი: "გავუწყვიტავთ თუ არა ნოიერს კონტრაქტს ისე, როგორც იუნაიტედმა რონალდუს? ჩვენ ბაიერნი ვართ"
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა მანუელ ნოიერის სკანდალურ ინტერვიუს კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუს კონტექსტში უპასუხა.
ნოიერმა ახლახანს მეკარეების მწვრთნელის და მისი მეჯვარის, ტონი ტაპალოვიჩის გუნდიდან გაშვების გამო კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა. ამა წლის ნოემბერში კლუბის ინტერვიუში გაკრიტიკებისთვის „მან იუნაიტედმა“ კრიშტიანუ რონალდუს გაუწყვიტა კონტრაქტი.
„განიხილავს თუ არა „ბაიერნი“ ნოიერთან კონტრაქტის გაწყვეტას? ისე, როგორც ეს „მან იუნაიტედმა“ რონალდუს შემთხვევაში გააკეთა.
არა, არცერთ შემთხვევაში. ამიტომაც ვართ „ბაიერნი“. ჩვენს კლუბში ყველაფერი ყოველთვის საუბრით და ერთმანეთთან დალაპარაკებით წყდება. ეს ხდის „ბაიერნს“ განსაკუთრებულს და ასეთ ძლიერს.
ნოიერი კაპიტანია, მასზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოდის. მან საკუთარი ინტერესები კლუბზე მაღლა დააყენა. პატივისცემის მიუხევავად, მინდა შევახსენო, რომ კლუბი - ყველაზე მნიშვნელოვანია.“, - აღნიშნა ჰერბერტ ჰაინერმა.