ავტორიზაცია

ანჩელოტი რეალის ხელმძღვანელობას კვარაცხელიას შეძენას სთხოვს

ანჩელოტი რეალის ხელმძღვანელობას კვარაცხელიას შეძენას სთხოვს
თარიღი 09 თებ 2023, 03:04
ესპანური გამოცემის Dariogol-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას სთხოვს.

გამოცემის მტკიცებით, იტალიელი სპეციალისტი 21 წლის ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია.

"კვარაცხელიას მიმართ ინტერესი დიდი გუნდების მწვრთნელებს გაუჩნდათ. კარლო ანჩელოტიც ის მწვრთნელია, ვინც ქართველი გარემარბის ტალანტმა დააბრმავა.

იტალიელი მწვრთნელმა ფლორენტინო პერესს სთხოვა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება იმ შემთხვევისთვის, თუ სპეციალისტი მომავალ სეზონშიც სამეფო კლუბს გაწვრთნის ",- ვკითხულობთ ესპანურ გამოცემაში.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 56 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს.