ავტორიზაცია

"უბრალოდ ვხუმრობდით", - მესის ძმამ ბარსელონაზე ნათქვამი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა

"უბრალოდ ვხუმრობდით", - მესის ძმამ ბარსელონაზე ნათქვამი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა
თარიღი 09 Feb 2023, 16:46
ლეო მესის ძმამ „ბარსელონას“ და მის გულშემატკივრებზე ნათქვამი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

ერთ-ერთ სოც ქსელში გაშვებული ლაივის დროს, მატიას მესიმ „ბარსას“ გულშემატკივრებს მოღალატეები უწოდა, კლუბზე კი აღნიშნა, რომ მესის მისვლამდე მას არავინ იცნობდა და ყველა მხოლოდ „რეალზე“ ლაპარაკობდა. ასევე, მან ლაპორტას წასვლის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

„მინდა განვმარტო ის, რაც სოცქსელშბი ვთქვი. მე ჩემს შვილთან და მის მეგობრებთან ერთად უბრალოდ ვხუმრობდით.

როგორ შეიძლება მსგავსი რამ ისეთ დიდ გუნდზე ვიფიქრო, როგორიც „ბარსელონაა“, მთელი თავისი ისტორიით? კლუბზე, რომელმაც ბევრი რამ მოგვცა - როგორც ჩემ ოჯახს, ისე ეოს?

ჩვენთვის კატალონია - მეორე სახლია და ეს ყველამ იცის. ვწუხვარ, „ბარსას“ გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი.

მინდა დავამატო, რომ ოფიციალური ექაუნთი მე მხოლოდ ინსტაგრამზე მაქვს.“ - აღნიშნა მატიას მესიმ.