ავტორიზაცია

პსჟ-ს მფლობელები მანჩესტერ იუნაიტედს არ იყიდიან

პსჟ-ს მფლობელები მანჩესტერ იუნაიტედს არ იყიდიან
თარიღი 09 თებ 2023, 17:39
მანჩესტერ "იუნაიტედის" მფლობელები კლუბის გაყიდვას აპირებენ. 

ინგლისური გრანდის შეძენის ინტერესი ყატარიდან მოდის და გავრცელდა ხმები, რომ საუბარი იყო Qatar Sports Investments-ზე.

თუმცა, "პსჟ"-ს მფლობელები მანჩესტერ "იუნაიტედის" შეძენას არ გეგმავენ. ამის შესახებ ავტორიტეტული Goal.com-ი წერს.

მანჩესტერ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მანჩესტერ "სიტის" ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო "არსენალს" შვიდი ქულით.