ავტორიზაცია

ტომას ლემარი ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს?

ტომას ლემარი ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს?
თარიღი 09 თებ 2023, 17:14
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა თომას ლემარმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბი შეიცვალოს. ამის შესახებ Todofichajes-ი იტყობინება.

27 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი იჩენს.

ფრანგის დამატების პრეტენდენტთა სიაში "ვესტ ჰემი", "ევერტონი", "ვულვერჰემპტონი" და "ასტონ ვილა" არიან. 

ლემარის საწყისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ევროა. ტომს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ლემარმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.