ბაიერნი მანუელ ნოიერს დააჯარიმებს
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა და გუნდის მწვრთნელმა ჯულიან ნაგელსმანმა შეხვედრა გამართეს, სადაც არსებული უთანხმოება მოაგვარეს. ამის შესახებ გამოცემა Bild-ის ჟურნალისტებმა განაცხადეს.
ამასთან, როგორც წყარო აღნიშნავს, მეკარეს ფულადი ჯარიმა დაეკისრება კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკული შენიშვნების გამო. ნოიერს სერიოზული ჯარიმა 1,6 მილიონი ევროს გადახდა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის კონფლიქტის მიზეზი მეკარეების მწვრთნელის ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლება გახდა.

ნოიერი ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას მწვავედ გამოეხმაურა და სკანდალური ინტერვიუ მისცა.