ავტორიზაცია

მილანის ყოფილი სპორტული დირექტორი: "კვარაცხელია კაკას ჰგავს? მას შეუძლია ისეთივე კარიერა ჰქონდეს, როგორიც ბრაზილიელს ჰქონდა"

მილანის ყოფილი სპორტული დირექტორი: "კვარაცხელია კაკას ჰგავს? მას შეუძლია ისეთივე კარიერა ჰქონდეს, როგორიც ბრაზილიელს ჰქონდა"
თარიღი 10 თებ 2023, 15:27
"მილანის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და გენერალურმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ განაცხადა, რომ "ნაპოლის" და სერია A-ს ახალმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა იმ დონემდე მიაღწიოს, რა დონეზეც "როსონერის" ვარსკვლავები ერთ დროს იყვენენ.

"ნაპოლის თამაში გასულ კვირას ვნახე და ვფიქრობ, რომ ეს სხვა დონის გუნდია. ნაპოლი ადვილად იგებს იტალიის ჩემპიონატს.

კვარაცხელია კაკას ჰგავს? მას შეუძლია ისეთივე კარიერა ჰქონდეს, როგორიც კაკას, ისევე როგორც შევჩენკოს. ", - თქვა ბრაიდამ Radio Kiss Kiss Napoli-სთან საუბრაში.

შეგახსენებთ, რომ ბრაიდა ამჟამად "კრემონესეს" სპორტული დირექტორია, რომელიც ამ კვირას "ნაპოლის" დაუპირისპირდება.