ბათუმის დინამომ უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" უკრაინელი ნახევარმცველის ივან ლიტვინენკოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
21 წლის ფეხბურთელსა და აჭარულ გუნდს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ლიტვინენკო კარიერას "დნიპრო" 1-ში იწყებდა, ბოლოს ოდესის "ჩერნომორეცში" თამაშობდა, მანამდე კი "რუხისა" და "ვპკ-აგროშიც" გამოდიოდა.