ავტორიზაცია

ანჩელოტიმ თავისი მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ანჩელოტიმ თავისი მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 12 Feb 2023, 18:08
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უახლოეს მომავალში სამსახურის შეცვლას არ გეგმავს. 

როგორც ესპანური Marca წერს, იტალიელს მადრიდის "რეალში" მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენა სურს. ანჩელოტის შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მანამდე კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს არაერთხელ დაუკავშირეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელი დათანხმდა "სელესაოსთან" მუშაობას.