მათე ცინცაძე ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს
28 წლის ნახევარმცველი მათე ცინცაძე ახალი სეზონიდან ყაზახურ "ჟეტისუს" მაისურს მოირგებს. ინფორმაციას ყაზახური გუნდი ადასტურებს.
ცინცაძე ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში გამოდიოდა, რომლის რიგებშიც 2022 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან "ჟეტისუს" მაისურს რატი არდაზიშვილიც მოირგებს, რომელიც ბოლოს "კასპის" შემდგენლობაში გამოდიოდა.
ცინცაძე სხვადასხვა დროს: თბილისის "ლოკოკოტივის", თბილისის "დინამოს", "პოგონის", "რუსთავის", "იელგავას", ბათუმის "დინამოს" და "კუკეშის" რიგებში გამოდიოდა.