მესი და კიმპემბე პსჟ-ს ტრანსფერებით უკმაყოფილოები არიან
L'Equipe-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ლიონელ მესია და ფრანგული კლუბის მცველი პრესნელ კიმპემბე უკმაყოფილონი არიან კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს არ ესმით, როგორ დაუშვა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ გასულ ზაფხულს ნახევარმცველების ლეანდრო პარედესის, იულიან დრაქსლერისა და იდრისა გეიეს წასვლა.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ მესი და კიმპემბე უკმაყოფილონი არიან თავდამსხმელის არნო კალიმუენდოს გაყიდვით და მის ნაცვლად უგო ეკიტიკეს შეძენით.

ფეხბურთელები ასევე შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ზამთარში გუნდმა "ინტერის" მცველი მილან სკრინიარი ვერ იყიდა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 23 ტურის შემდეგ "პსჟ" 54 ქულით პირველ ადგილს იკავებს.