როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ სასუოლოს წინააღმდეგ?

სერია ა-ს 23-ე ტურში „ნაპოლიმ“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.
გოლები უკვე ტრადიციულად, „ნაპოლის“ ლიდერებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ (12’) და ვიქტორ ოსიმენმა (33’) გაიტანეს.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.
გოლები უკვე ტრადიციულად, „ნაპოლის“ ლიდერებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ (12’) და ვიქტორ ოსიმენმა (33’) გაიტანეს.
Sofscore-მა ფეხბურთელთა თამაში შეაფასა, კვარაცხელიამ 8.3 ბალი დაიმსახურა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

ამ გამარჯვებით „ნაპოლიმ“ 62 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ინტერს“ უკვე 18 (!) ქულით უსწრებს, თუმცა თავისი მატჩი ამ ტურში „ნერაძურის“ „უდინეზესთან“ აქვს ჩასატარებელი.