ავტორიზაცია

ლუჩიანო სპალეტი: "გამარჯვება კვარაცხელიას დახმარებით მოვიპოვეთ, რომელიც პეპელასავით ფარფატებდა"

ლუჩიანო სპალეტი: "გამარჯვება კვარაცხელიას დახმარებით მოვიპოვეთ, რომელიც პეპელასავით ფარფატებდა"
თარიღი 18 თებ 2023, 03:01
სერია ა-ს 23-ე ტურში „ნაპოლიმ“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.

გოლები უკვე ტრადიციულად, „ნაპოლის“ ლიდერებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ (12’) და ვიქტორ ოსიმენმა (33’) გაიტანეს.

მატჩის შემდგომ პრესკინფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ ქართველი გარემარბის შესახებ ისაუბრა.

როგორც ყოველთვის ინდივიდუალური გამარჯვებები არ არსებობს, ყოველთვის კოლექტიურობა იგებს შეხვედრებს. თამაშის მიმდინარეობით, ჩვენს ბოლო გამარჯვებებს თუ შევადარებ, დღევანდელი მატჩი ყველაზე კარგი იყო. 

ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ კვარაცხელიას დახმარებით, რომელმაც ბურთი შორს მიიღო, ისე როგორც პეპელა ფარფატებს, ბურთი წინ წაიღო და მოძრაობისას მიმართულება რამდენჯერმე შეცვალა. ამის შემდეგ კი იყო ოსიმენის შესანიშნავი გოლი. “,- განაცხადა სპალეტიმ.