ავტორიზაცია

საბა ლობჟანიძე ატსუს ემშვიდობება: "მიყვარხარ ძმაო"

საბა ლობჟანიძე ატსუს ემშვიდობება: "მიყვარხარ ძმაო"
თარიღი 18 Feb 2023, 15:30
“ჰატაისფორის” განელი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.

31 წლის ფეხბურთელი 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოჰყვა და მას შემდეგ, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იპოვნეს და ცოცხალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მალევე ეს სიახლე მისმა აგენტმა უარყო.

როგორც პრესაში დაიწერა, მისი გარდაცვალება 6 თებერვალს ცენტრალური ევროპული დროით 6 საათისთვის არის დაფიქსირებული, მიწისძვრიდან რამდენიმე საათში.

საბა ლობჟანიძე ატსუს სოციალურ ქსელში ემოციურად დაემშვიდობა.