ავტორიზაცია

"ხვიჩა ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია"- ფაბიო კაპელო

"ხვიჩა ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია"- ფაბიო კაპელო
თარიღი 18 თებ 2023, 19:31
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლაზე ისაუბრა.
 
"ნაპოლიში" ტრანსფერის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ხვიჩა სწრაფად შეეგუა იტალიას. ახლა კვარაცხელია ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე და შეტევის მნიშვნელოვანი ელემენტია. ის შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს. ,”- თქვა კაპელომ.