ავტორიზაცია

"ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა"- ხვიჩა კვარაცხელია

"ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა"- ხვიჩა კვარაცხელია
თარიღი 20 Feb 2023, 14:03
საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" 22 წლის გარემარბმა UEFA.COM-თან ინტერვიუში მრავალ საინტერესო საკითხსზე ისაუბრა.

ქართველ შემგევს ნეაპოლურ გუნდში ადაპტაციაზე და სერია A-ს შესახებაც ჰკითხეს.

"მიჭირდა ამ ყველაფრის დაჯერება. არა მხოლოდ იმის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი, თუნდაც იმისაც, რომ სერია A-ში მოასპარეზე გუნდში ვიქნებოდი. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა.

მაგრამ როცა ყველაფერი გავაანალიზე, რომ სხვა დონეზე ვითამაშებდი მივხვდი, რომ სხვანაირად მჭირდებოდა მატჩებისთვის მომზადება.

სხვათა შორის, საჭირო იყო დარბაზში სხვა სამუშაოსთან შეგუება. ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი და ყველაფერს საკმაოდ სწრაფად მოვერგე.

სერია A განსხვავდება სხვა ლიგებისგან, სადაც მე მითამაშია. უპირველეს ყოვლისა, სიჩქარით. აქ მოთამაშეები ძალიან ტექნიკურები არიან.

ისინი შესანიშნავები არიან როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. შესაძლოა, მთავარი განსხვავება ზუსტად სიჩქარეში მდგომარეობს - თავად თამაშის სიჩქარეში. ",- განაცხადა კვარაცხელიამ.