"ამ ყველაფერმა დიდი სტიმული მომცა"- ხვიჩა კვარაცხელია
საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" 22 წლის გარემარბმა UEFA.COM-თან ინტერვიუში მრავალ საინტერესო საკითხსზე ისაუბრა.
ქართველ შემტევს "კვარადონას" მეტსახელზე, ნეაპოლისა და ნეაპოლელებზეც ჰკითხეს.
"თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რადგან ჩემი სახელი ფეხბურთის ლეგენდასთან იყო დაკავშირებული. საერთოდ არ ველოდი, მაგრამ ამ ყველაფერმა დიდი სტიმული მომცა.
არ ვიცოდი ამაზე რა რეაქცია უნდა მქონოდა. მადლობა მეთქვა თუ სხვა რამე გამეკეთებინა. ნელ-ნელა ვეჩვევი და უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ასეთ ფეხბურთელთან შედარება. ეს განსაცვიფრებელია.
ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ აქ ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. არც ისე ხშირად გამოვდივარ, მაგრამ როცა გადმოვდივარ და მანქანაში ვჯდები, ვხედავ, რომ ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს.
მათ უყვართ ფეხბურთი და უბრალოდ კერპად ჰყავთ მარადონას. მარადონა ყველგანაა, სადაც არ უნდა გაიხედო. ის გამოსახულია ტაქსის უკანა მინებზე. აქ ის ღმერთია. ადგილობრივებს უყვართ ფეხბურთი და ამით სუნთქავენ. ",- თქვა კვარაცხელიამ.