ორი გუნდი უარით გაისტუმრა - კვარაცხელიას ნაპოლიში დარჩენა სურს
იტალიური Rai-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველ ფეხბურთელს "ნაპოლიდან" წასვლა არ სურს და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა.
"ხვიჩა კვარაცხელია თავის აგენტს ესაუბრა და უთხრა, რომ დაებლოკა ისეთი გუნდების ინტერესი, როგორებიც ნიუკასლი და რეალია. ქართველს ნაპოლიში დარჩენა სურს.
"ხვიჩა კვარაცხელია თავის აგენტს ესაუბრა და უთხრა, რომ დაებლოკა ისეთი გუნდების ინტერესი, როგორებიც ნიუკასლი და რეალია. ქართველს ნაპოლიში დარჩენა სურს.
ფრხბურთელი სეზონის ბოლოს გუნდთან კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს, ხოლო მისი ხელფასი წელიწადში 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ასევე, კონტრაქტში არ იქნება გამოსასყიდი ფასი, რაც იმის ნიშანია, რომ ფეხბურთელი წასვლას არ აპირებს. ", - თქვა ვენერატომ.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.