ავტორიზაცია

ლუჩიანო სპალეტი: "თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა"

ლუჩიანო სპალეტი: "თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა"
თარიღი 22 თებ 2023, 08:28
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ნაპოლი” სტუმრად “აინტრახტს” დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგებლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელიამ პირველ ტაიმში პენალტი გააფუჭა, თუმცა 65ე წუთზე ეფექტური საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

"თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. ძალიან მომეწონა ბიჭების დამოკიდებულება და შეხვედრა რომელიც მათ ითამაშეს.

მეოთხედფინალში გასვლის საკითხი გადაწყვეტილი საერთოდ არ არის, კიდევ ერთი მატჩია ჩასატარებელი და ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ",- თქვა სპალეტიმ.