ავტორიზაცია

კოსტაკურტა კვარაზე: "ეს ბიჭი სამკაულია და იმედი მაქვს, რომ ნაპოლიში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს"

კოსტაკურტა კვარაზე: "ეს ბიჭი სამკაულია და იმედი მაქვს, რომ ნაპოლიში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს"
თარიღი 22 თებ 2023, 08:38
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ნაპოლი” სტუმრად “აინტრახტს” დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგებლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელიამ პირველ ტაიმში პენალტი გააფუჭა, თუმცა 65ე წუთზე ეფექტური საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლეგენდალურმა იტალიელემა ფეხბურთელმა ალესანდრო კოატაკურტამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელია ძლიერი პიროვნებაა, რითაც ის სხვებსაც ეხმარება. ამჟამად ის ნაპოლის მაშინაც აცოცხლებს, როცა შეცდომებსაც უშვებს. მატჩი სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში, მისი არაზუსტი პენალტი ფუნდამენტური მნიშვნელობის იქნებოდა.

თუმცა, ეს ბიჭი სამკაულია და იმედი მაქვს, რომ ნაპოლიში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს. მართალია, ეს არ იყო მისი საუკეთესო თამაში, მაგრამ მას თამაშზე გავლენა ყოველთვის აქვს. კაკაც ასე იყო, ვინც ცუდ დღეებშიც გთხოვდა ბურთს, კვარასაც არ ჰქონია საუკეთესო თამაში. ",- თქვა კოსტაკურტამ.