ჯეიმი კარაგერი: "არასდროს მინახავს ლივერპული ასეთი განადგურებული"
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "მერსისაიდელების" მადრიდის "რეალთან" მარცხზე ისაუბრა.
"ბლანკოსმა" ენფილდზე 5-2 მოიგო მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდი დარვინ ნუნესისა და მოჰამედ სალაჰის გოლებით ორი ბურთით იგებდა.
"ამჟამად თავს კარგად არ ვგრძნობ, მაგრამ მადრიდის რეალი უნდა დავაფასო. ბრავო, ეს რაღაც საოცრება იყო. არასდროს მინახავს, რომ რომელიმე გუნდი მოსულიყო ენფილდზე და ლივერპული ევროტურნირზე ასე გაენადგურებინა. სირცხვილია. “, - თქვა Sky Sports-ის ექსპერტმა.