ავტორიზაცია

ფაბიო კაპელო: "კვარაცხელია ყოველთვის ორმაგი მეურვეობის ქვეშ თამაშობდა, რადგან ის მეტოქეებში შიშს იწვევს"

ფაბიო კაპელო: "კვარაცხელია ყოველთვის ორმაგი მეურვეობის ქვეშ თამაშობდა, რადგან ის მეტოქეებში შიშს იწვევს"
თარიღი 22 თებ 2023, 08:42
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ნაპოლი” სტუმრად “აინტრახტს” დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგებლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელიამ პირველ ტაიმში პენალტი გააფუჭა, თუმცა 65ე წუთზე ეფექტური საგოლე გადაცემა გააკეთა.

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელია ყოველთვის ორმაგი მეურვეობის ქვეშ თამაშობდა, რადგან ის მეტოქეებში შიშს იწვევს. როდესაც ორმაგი მეურვეობაა, მაშინ სხვა ფეხბურთელს თავისუფალი სივრცე რჩება. სწორედ ამიტომ, საპირისპირო ფლანგიდან ირვინგ ლოზანომ რამდენიმე მომენტში თამაშში განსხვავება შექმნა. ",- თქვა კაპელომ.