ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსის ფეხბურთელს ალ-ნასრში იწვევს

კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსის ფეხბურთელს ალ-ნასრში იწვევს
თარიღი 26 თებ 2023, 17:52
"ალ-ნასრის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდუმ საუდის არაბეთის კლუბში "იუვენტუსის" მეკარე კარლო პინსოლიო მიიწვია. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუს კარლო პინსოლიოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, როცა ის ტურინში თამაშობდა. პინსოლიო "იუვენტუსის" გასახდელში თილისმად ითვლება. 2017 წელს გუნდში დაბრუნების შემდეგ მეკარემ მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "ალ-ნასრში" გასული წლის ბოლოს გადავიდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა საუდის კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.