ავტორიზაცია

მაროტა: "ლუკაკუს ინტერში დარჩენა სურს"

მაროტა: "ლუკაკუს ინტერში დარჩენა სურს"
თარიღი 27 თებ 2023, 20:08
"ინტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა.

"დარჩება თუ არა ლუკაკუ მომავალ წელს? ჯერ ნაადრევია გადაწყვეტილების მიღება, ის ჩელსიში დაბრუნდება და ვნახოთ, რა იქნება.

ლუკაკუს ნამდვილად სურს ინტერში დარჩენა - ჩვენ ვიცით რომელუს განზრახვის შესახებ, ასე რომ, ვნახოთ, შევთანხმდებით თუ არა მის აქ დაბრუნებაზე. “, - განაცხადა მაროტამ.

ლუკაკუ "ჩელსიდან" "ინტერში" იჯარით 2022 წლის ივლისში გადავიდა. 29 წლის ბელგიელთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში "ინტერში" 15 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.