ბარსელონა სამ ნახევარმცველს აკვირდება
კატალონიურ "ბარსელონას" თვალი ერთდროულად სამ ნახევარმცველზე ადევნებს, რომელთაგან ერთის დამატებას ზაფხულში ეცდება.
საუბარია დანი პარეხოზე "ვილიარეალიდან", ასევე ბერნარდო სილვაზე და ილკაი გუნდოგანზე მანჩესტერ "სიტიდან".
გამოცემა Mundo Deportivo ირწმუნება, რომ ჩამოთვლილი ყველა მოთამაშე "ბლაუგრანას" სიაშია.
ბარსელონასთვის ყველაზე მარტივი გზა ილკაი გუნდოგანის ტრანსდერი იქნება, რადგან ნახევარმცველს "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
ბარსელონასთვის ყველაზე მარტივი გზა ილკაი გუნდოგანის ტრანსდერი იქნება, რადგან ნახევარმცველს "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
დანი პარეხოს და ბერნარდო სილვას კლუბებთან გრძელვადიანი შეთანხმება აქვთ.