ავტორიზაცია

იტალიელი ჟურნალისტი: "მირანჩუკი ოსიმენს, კვარაცხელიას და დი მარიას არაფრით ჩამოუვარდება"

იტალიელი ჟურნალისტი: "მირანჩუკი ოსიმენს, კვარაცხელიას და დი მარიას არაფრით ჩამოუვარდება"
თარიღი 04 Mar 2023, 16:30
იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო პალიარამ რუსულ მედიასთან საუბარში "ტორინოს" ნახევარმცველის ალექსეი მირანჩუკის შესახებ ისაუბრა.

პალიარას თქმით, რუსი სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს იმსახურებს.

„მირანჩუკი ახლა ტორინოს მთავარი გმირია. მისი კანდიდატურა სერია A-ს თებერვლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის აბსოლუტურად დამსახურებულია. ",- თქვა პალიარამ.

პალიარამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მირანჩუკი არანაირად არ ჩამოუვარდება სხვა ნომინანტებს - ანხელ დი მარიას, ვიქტორ ოსიმენს და ხვიჩა კვარაცხელიას.

მიმდინარე სეზონში რუსმა მოთამაშემ "ტორინოს" შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.