პიკემ ესპანეთის ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა
კატალონიური "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა ჟერარდ პიკემ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ფავორიტი დაასახელა.
"ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატში შესანიშნავ მდგომარეობაშია. გუნდი რეკორდებს ამყარებს და ძალიან ცოტა ქულას კარგავს. კატალონიელები ახლა ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები არიან.

თავს ისევ გუნდის ნაწილად ვგრძნობ. ლა ლიგაში ბარსას გამარჯვება ძალიან გამიხარდება. მსურს მონაწილეობა მივიღო ზეიმში. “, - განაცხადა პიკემ.
ესპანეთის ჩემპიონატის 25 ტურის შემდეგ, "ბარსელონამ" 65 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. ხავის გუნდი მეორეადგილოსან მადრიდის "რეალს" ცხრა ქულით უსწრებს.