ატლეტიკომ ობლაკის შემცვლელი იპოვა?
მადრიდის "ატლეტიკო" საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა, იუწყება Todofichajes.
წყაროს ცნობით, მამარდაშვილის ტრანსფერი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შედგეს.

22 წლის მეკარის ღირებულება 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მისი კონტრაქტი "ღამურებთან" 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ესპანეთის ჩემპიონატის 2022/2023 წლების სეზონში მამარდაშვილმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი მატჩში კარი მშრალად შეინახა.