ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, თუ რა თანხის დახარჯვას აპირებს პსჟ ჰოლანდის ტრანსფერში

ცნობილი გახდა, თუ რა თანხის დახარჯვას აპირებს პსჟ ჰოლანდის ტრანსფერში
თარიღი 16 მარ 2023, 11:58
"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა მზადაა, ნორვეგიელი ბომბარდირი ერლინგ ჰოლანდისთვის იბრძოლოს, რომელიც ინგლისის ჩემპიონატში მანჩესტერ "სიტიში" თამაშობს. ამის შესახებ გამოცემა Sport.es-ი იტყობინება.

როგორც წყაროსთვის გახდა ცნობილი, ფრანგული გუნდი მზადაა ნორვეგიელის შესაძენად 197 მილიონი ევრო გამოყოს.

პარიზელებს ჰოლანდით გაძლიერება სურთ, რადგან არ არიან დარწმუნებული ლიონელ მესის და კილიან მბაპეს მომავალში. არგენტინელს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ფრანგს კი შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადასვლა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ბოლო მატჩში "ლაიფციგთან" (7:0) ერლინგმა პენტა-თრიკი შეასრულა.