ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა ბენზემა ბარსელონას წინააღმდეგ?

ითამაშებს თუ არა ბენზემა ბარსელონას წინააღმდეგ?
თარიღი 16 Mar 2023, 12:03
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის დროს მიღებული ტრავმის შესახებ ისაუბრა. 

შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბლანკოსის" მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

„წვივში მტკივნეული დარტყმა მივიღე, ამიტომ მოედანი დავტოვე. ეს უბრალოდ სისხლჩაქცევაა, დიდი არაფერი. ბარსელონასთან შეხვედრისთვის მზად ვიქნები. , - თქვა ბენზემამ.

მადრიდის "რეალმა" "ლივერპული" ორი მატჩის ჯამში 6:2 დაამარცხა. ტურნირის მეოთხედფინალის კენჭისყრა პარასკევს, 17 მარტს გაიმართება.