ნაპოლი მეშვიდე იტალიური კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა
იტალიურმა "ნაპოლიმ" გერმანულ "აინტრახტს" ორი მატჩის ჯამში (5:0) მოუგო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა - ისტორიაში პირველად.
"ნაპოლი" გახდა მეშვიდე იტალიური კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამი იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2005/2006 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია.
საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ნეაპოლურ გუნდს დიეგო მარადონას დროსაც კი არ გამოუვიდა - "ნაპოლი" 1990 წელს ამასთან ახლოს იყო, მაგრამ პენალტების სერიაში მოსკოვის "სპარტაკთან" დამარცხდა და ტურნირი მერვედფინალურ ეტაპზე დატოვა.