მადრიდის რეალმა შესაძლოა აზარი იჯარის წესით გაუშვას
მადრიდის "რეალი" მომავალ ზაფხულს გარემარბი ედენ აზარის გაშვებას გეგმავს.
"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის იჯარით გაშვებას და ხელფასის მხოლოდ ნახევარის გადახდის ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Diario AS იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ აზარი ამჟამად მადრიდის "რეალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამასთან, ბელგიელი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში მოედანზე მხოლოდ სამჯერ შემოვიდა.
აზარმა მანამდე განაცხადა, რომ "სამეფო კლუბში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენა სურდა. მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.