დე პაულმა მესის ატლეტიკოში გადასვლა ურჩია

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა როდრიგო დე პაულმა "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელს, ლიონელ მესის მადრიდულ კლუბში გადასვლა ურჩია.
"მესის პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაში ეჭვი ეპარება? კარგი, ის ატლეტიკოში უნდა წამოვიდეს! - თქვა დე პაულმა.
35 წლის არგენტინელი "პსჟ"-ში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონის ბოლოს მას პარიზელებთან არსებული კონტრაქტი ეწურება.

ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში მესიმ 22 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.