ავტორიზაცია

გატუზომ კვარაცხელია მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას შეადარა

გატუზომ კვარაცხელია მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას შეადარა
თარიღი 20 მარ 2023, 13:46
იტალიის ნაკრების და "მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ "ნაპოლის" ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდას ჯორჯ ბესტს შეადარა.

„ხვიჩას თამაში? თითქოს ჯორჯ ბესტი კვლავ ვნახე მოედანზე. კვარაცხელია საოცარი სიმარტივით აკეთებს წარმოუდგენელ რაღაცეებს.

ნაპოლი არის გუნდი, რომელიც ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ამ ბიჭებმა კარგად იციან ფეხბურთის თამაში. “, - თქვა იტალიელმა სპეციალისტი.

22 წლის ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა. ხვიჩას ანგარიშზე 14 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.