ბუკაიო საკამ ფაბრეგასის რეკორდი მოხსნა, რომელიც 13 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო
"არსენალის" გარემარბმა ბუკაიო საკამ ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე მატჩში "კრისტალ პალასთან" (4:1) დუბლი გაიფორმა და საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე, არსენალის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია, იყო სესკ ფაბრეგასი 2009/2010 წლების სეზონში (22 წლის).
21 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლს და 10 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ის გახდა "არსენალის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლს+პასის სისტემით 10 ან მეტი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
მანამდე, არსენალის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია, იყო სესკ ფაბრეგასი 2009/2010 წლების სეზონში (22 წლის).