ავტორიზაცია

ტოტენჰემს კეინის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო სურს

ტოტენჰემს კეინის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო სურს
თარიღი 20 Mar 2023, 17:34
მანჩესტერ "იუნაიტედმა" "ტოტენჰემისგან" მიიღო პასუხი, რომ თავდამსხმელი ჰარი კეინი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში იქნება ხელმისაწვდომი. 

ჟურნალისტ გარი ჯეიკობსის თქმით, ინგლისელი დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაჯდება. ეს იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ კეინს ჯერ არ გადაუწყვეტია, განაახლებს თუ არა კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან.

მიმდინარე სეზონში კეინმა პრემიერ ლიგაში 21 გოლი გაიტანა. ჰარი პრემიერ ლიგის ისტორიაში ბომბარდირთა დავაში უკვე მესამე ადგილზეა.