დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი შეარჩია - L'Equipe
კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი გახდა.
როგორც L'Equipe იტყობინება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, უგო ლორისის შემცვლელად „პსჟ-ს" 24 წლის ფორვარდი შეარჩია.
36 წლის გოლკიპერმა სანაკრებო კარიერა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა, რომელშიც ფრანგები ფინალამდე მივიდნენ და არგენტინასთან პენალტებში დამარცხდნენ.
მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში 66 მატჩი ჩაატარა და 36 გოლის გატანა მოახერხა.
პარასკევს, საფრანგეთის ნაკრები ნიდერლანდებს ევრო 2024-ს შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში დაუპირისპირდება.